აპერიტივი არის ალკოჰოლური სასმელი, რომელსაც მოგართმევენ ფრანგები კერძების წინ, მადის სტიმულაციისთვის, არსებობს კიდევ digestifs , რომელსაც კვების დროს ან შემდეგ მოგართმევენ იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ მირთმეული საკვების უკეთ მონელებას.
აპერიტივს როგორც წესი თან ახლავს პატარა სასუსნავები _კრეკერები, ყველი, Pâté და ზეთისხილი.
ეს ფრანგული სიტყვა მოდის ლათინური _ aperire-დან, რაც გახსნას ნიშნავს (ანუ მადის გამხსნელი).
საინტერესოა აპერიტივის წარმოშობის ისტორია:
1846 წელს ფრანგმა ქიმიკოსმა_ჯოზეფ დუბონემ შექმნა ღვინოსმაგვარი სასმელი, როგორც საშუალება მალარიის საწინააღმდეგო ქინინის მისაღებად.რადგანაც მედიკამენტს საკმაოდ მწარე გემო ქონდა. ასე რომ ის გარკვეული მცენარეებისა და სანელებლების შეზავებით შეეცადა შეენიღბა ქინინის საზიზღარი გემო.საბოლოოდ ისეთი კარგი გამოვიდა, რომ ის რეცეპტი დღემდე გამოიყენება :)
French Foreign Legion-ის ჯარისკაცები აქტიურად იყენებდნენ მას ჩრდილოეთ აფრიკაში. ჯოზეფის ცოლს კი ისე შეუყვარდა ეს სასმელი ყველას ასინჯინებდა, ესე რომ პოპულარობა მალე მოიპავა ფართო წრეში.
ისევ ისტორიას რაც შეეხება, ზოგიერთები ამბობენ, რომ საკვების წინ მცირეოდენი ალკოჰოლის მიღება უძველეს ეგვიპტელებს უკავშირდება.
თუმცა ძირითადი ჩანაწერები აჩვენებს, რომ პირველად Apéritif გამოჩნდა 1786 წელს ტურინში (იტალია), როცა Antonio Benedetto Carpano-მ შექმნა ვერმუტი( http://en.wikipedia.org/wiki/Vermouth )
მე19 საუკუნეში აპერიტივი იტალიაში უკვე ძალიან გავრცელებული იყო, აპერიტივით მოგემხასურებოდნენ აუცილებლად იმ ეპოქაში რომის, ვენეციის, ფლორენციის, მილანის,ტურინის და ნეაპოლის ფეშენ-კაფეებში.
აპრიტივი ძალიან პოპულარული გახდა ევროპაში უკვე მე19 საუკუნის მიწურულს.1900იან წლებში გავრცელებული იყო ასევე აშშ-ში.
ესპანეთში და ლათინო ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში აპერიტივი tapas cuisine-ის მთავარი ნაწილი იყო საუკუნეების მანძილზე.
არ არის ერთი რაღაც განსაზღვრული ალკოჰოლური სასმელი აპერიტივისთვის, აქ გამოიყენება ძირითადად :Fortified wine (სიმართლე გითხრათ არ ვიცი რას ნიშნავს, რითია გამაგრებული ეს ღვინო :)მაგრამ ამ ღვინის მაგალითები შემიძლია ჩამოგითვალოთ: Port (პორტუგალიური ღვინოა, ტკბილი,, წითელი ღვინოა), Sherry (ესპანური თეთრი ყურძნის ღვინო, ესპანელები მას ეძახიან_vino de Jerez)
Madeira_ესეც პორტუგალიურია, მადეირას კუნძულებზე მოყვანილი.
Marsala_ იტალიური, ქალაქ მარსალადან, სიცილია.
ვერმუტი_ ესეც იტალიური
აპერიტივად გამოიყენება ასევე_ ლიქიორები და რა თქმა უნდა მშრალი შამპანური (Champagne is a sparkling wine )
საფრანგეთში საკმაოდ პოპულარული აპერიტივია _ Pastis_მოკლედ ამას აქვს რომელიღაც მწვანილის არომატი (აი ამის _Anise, რომლისგანაც სანელებლებს აკეთებენ), ლიქიორია, 40-45 % ალკოჰოლს შეიცავს.და არსებობს კიდევ უალკოჰოლო პასტისიც.
ჩვეულებრივ მირთმევის წინ წყალში ზავდება (1 მოცულობა პასტის / 5 მოცულობა წყალი)
ეს სასმელი უფრო გავრცელებულია სამხრ. საფრანგეთში, უფრო კი სამხრ-აღმ, კერძოდ კი--მარსელში (Marseille), სადაც ამ სასმელს ზედმეტსახელი აქვს_ Pastaga
მოკლედ პასტისი ერთ-ერთ პოპულარული სასმელია საფრანგეთში უდაოდ, იმიტომ რომ ყოველწლიურად 130 მილიონი ლიტრი პასტისი იყიდება, 130 მილიონი ლიტრი! (თითო მოსახლეზე თუ გადავითვლით 2 ლიტრზე მეტი მოდის)
დასასრული!
the end!
FIN
No comments:
Post a Comment